ბლასიეჰოლმენი

ბლასიეჰოლმენი 2013 წელს.
ბლასიეჰოლმენის ხედი ჰელგეანდსჰოლმენიდან, 1696 წელი.

ბლასიეჰოლმენი — ნახევარკუნძული ცენტრალურ სტოკჰოლმში, შვედეთის დედაქალაქში. ის მდებარეობს კუნგსტრადგარდენიის აღმოსავლეთით. თავდაპირველად პატარა კუნძული, სახელად კაპლინგენი, 1600-იან წლებში ნორმალმთან შეერთებით ნახევარკუნძულად იქცა. ბლასიეჰოლმენზე არსებულ ნაგებობებს შორის არის „ნატიონალმუზეუმი“, სასტუმროები და საოფისე შენობები.[1] ხიდი სკეპსჰოლმსბრონი ბლასიეჰოლმენს კუნძულ სკეპსჰოლმენთან აკავშირებს.

  1. Mæhlum, Lars. „Blasieholmen“. Godal, Anne Marit (Norwegian). Store norske leksikon. Oslo: Norsk nettleksikon. http://snl.no/Blasieholmen. წაკითხვის თარიღი: 19 იანვარი 2015.

კოორდინატები: 59°19′47″N 18°04′37″E / 59.3297° ჩ. გ. 18.0769° ა. გ. / 59.3297; 18.0769

Copyright