ვუნდერკინდი

მოცარტი - მან მუსიკის სწავლა ორნახევარი წლიდან დაიწყო, ოთხი წლიდან მუსიკას წერდა და კონცერტებზე გადიოდა, 7 წლიდან - სიმფონიებს, ხოლო 12 წლიდან - ოპერებს

ვუნდერკინდი (გერმ. Wunderkind, სიტყვასიტყვით „საოცარი ბავშვი“) — გერმანული სიტყვაა, ქართულად ნიშნავს ფენომენალური ნიჭის მქონე ბავშვს. ვუნდერკინდს ახასიათებს ადრეულ ასაკში გამოვლენილი ნიჭი რაღაცისადმი. თავისი ნიჭით ცნობილია ავსტრიელი კომპოზიტორი ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი. მას უკვე 3 წლისას ჰქონდა საყოველთაო აღიარება. ასევე განთქმულია ბლეზ პასკალი, პაბლო პიკასო, კარლ ფრიდრიხ გაუსი და ა. შ. ამგვარი მოვლენები ისტორიაში არც თუ ისე ბევრია.


Copyright