ზამფარის შტატი

ზამფარის შტატი (ინგლ. Zamfara State) — შტატი ნიგერიის ჩრდილო-დასავლეთით.

  • ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი გუსაუ.
  • ფართობი — 39 762 კმ², მოსახლეობა — 3 278 873 ადამიანი (2006).[1]

ზამფარის შტატი ჩრდილოეთით ესაზღვრება ნიგერის სახელმწიფოს, ჩრდილო-დასავლეთით და დასავლეთით — სოკოტოს შტატს, სამხრეთით — ნიგერის, კადუნის და კების შტატებს და აღმოსავლეთით — კატსინის შტატს.

ზამფარის შტატი შეიქმნა 1996 წელს სოკოტოს შტატის შემადგენლობიდან გამოყოფის გზით.[2][3] ზამფარის შტატი იყო ნიგერიის პირველი ტერიტორია, რომელმაც საკანონმდებლო დონეზე ოფიციალურად დაამტკიცა შარიათის ნორმები.[2]

ენუგუს შტატი დაყოფილია 14 თვითმმართველობის რაიონად.

როგორც მეზობელ შტატებში, მოსახლეობის უმრავლესობა (80 %) დაკავებულია სოფლის მეურნეობის სფეროში. რეგიონში ძირითადად მოჰყავთ შემდეგი კულტურები სიმინდი, ფეტვი, არაქისი, ბრინჯი, ბამბა, თამბაქო და სხვა.[2][4] 2000-იანი წლებიდან ზამფარის შტატის ხელისუფლება ატარებს მეწარმეების წახალისების პოლიტიკას (როგორც ადგილობრივების, ასევე უცხოელების) მრეწველობის სექტორის განვითარების ინვესტირების სახით. შტატში ფუნქციონირებს ტექსტილის (Zamfara Textile Industries Limited), მცენარეული ზეთის (Gusau Oil Mill) და სხვა სამრეწველო წარმოება.[2]

ზამფარის შტატის მიწა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ მოიპოვება ოქრო, გრანიტი, კვარცი, ქრომი და სხვა,[4] მაგრამ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება ხშირად მიმდინარეობს ნახევრადლეგალური და არალეგალური მეთოდებით. შედეგად ზარალი ადგება არა მარტო ბუნებას, არამედ ადამიანების ჯანმრთელობასაც, რომლებიც უშუალოდ ამ სფეროში მუშაობენ.[5]

ზამფარის შტატში არსებობს მთელი რიგი ღირსშესანიშნაობები, რომლებიც ტურისტების ყურადღებას იზიდავს: ძველი ქალაქი ჯატა, ჩანჩქერი კვატარკვაში, კალალე (წყალსატევიბეჰემოთების საცხოვრებელი ადგილი) და ბევრი სხვა.[2][4]

  1. Population by State and Sex. population.gov.ng
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Zamfara State of Nigeria. Nigeria Information & Guide. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-11-08.
  3. About Sokoto. Sokoto State Government, Nigeria. ციტირების თარიღი: 2012-07-04.
  4. 4.0 4.1 4.2 Zamfara State location information details. Guide2Nigeria. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-11-08.
  5. The tragic gold mining affair in Zamfara State. Afraonline - The Voice of Africa. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-03. ციტირების თარიღი: 2010-11-08.

Copyright