ლეონარდ ესაკია

ლეონარდ (ლეო) ესაკია
Leo Esakia.jpg
დაბადების სახელი ლეონარდ (ლეო) ესაკია
დაბადების თარიღი 27 თებერვალი, 1899
ქუთაისი, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 27 ივნისი, 1969 (70 წლის)
საქმიანობა რეჟისორი, სცენარისტი, მსახიობი

ლეონარდ (ლეო) დიმიტრის ძე ესაკია (დ. 27 თებერვალი 1899, ქუთაისი — გ. 27 ივნისი, 1969, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მსახიობი და კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1966).

1916 წელს გაიწვიეს ჯარში. ომის დამთავრების შემდეგ თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ გაზეთებში, აქვეყნებდა ლექსებს, კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს. 1927 წლიდან მუშაობა დაიწყო ქართულ კინოში სცენარისტად, ამავე წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდიაში სახკინმრეწვი. 1929 წლიდან რეჟისორია. ნოვატორული ფილმებით — „ჰოლტზე“ (1928) და „ამერიკანკა“ (1930) ერთგვარი პროტესტი გამოხატა ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური კინემატოგრაფიის მიმართ, იღვწოდა რეალისტური მხატვრული მეთოდის გასამტკიცებლად. 1932 წელს დადგა პირველი ქართული მხატვრული ხმოვანი ფილმი „შაქირი“.

1941–1955 წლებში იყო საქართველოს სსრ-ის კინემატოგრაფიის მინისტრის მოადგილე და თბილისის კინოსტუდიის გენერალური დირექტორი.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

დამდგმელი რეჟისორია ფილმებისა

სცენარის ავტორია ფილმების

გადაღებულია ფილმებში

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 138, თბ., 1994

Other Languages

Copyright