მხითარისტები

მხითარისტებისომხური საეკლესიო კონგრეგაცია, რომელიც 1701 წელს დააარსა ბერმა მხითარ სებასტიელმა. 1717 წლიდან დღემდე ცენტრია ვენეციის მახლობლად, კუნძული სან-ლაძატოზე. მოგვიანებით მხითარისტების ნაწილი დაფუძნდა ვენაში. მხითარისტებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს სომხური ფილოლოგიისა და საეკლესიო ფეოდალური ლიტერატურის განვითარებაში. მათ გამოსცეს ძველი სომხური ლიტერატურის ძეგლები, ლექსიკონები, გამოკვლევები, თარგმანები. მხითარისტების მოღვაწეობა ხელს უწყობდა ვატიკანის გავლენის განმტკიცებას ახლო აღმოსავლეთში.

Copyright